“აქ ნასვამი მძღოლების სასაკლაოა” – აფხაზეთში ავარიების შესამცირებლად გზებზე ჯვრებსა და ხატებს ამონტაჟებენ

აფხა­ზეთ­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად გულ­რიფშში, გზატ­კე­ცილ­ზე დიდი ზო­მის ხის ჯვრე­ბი და­მონ­ტაჟ­და. ინი­ცი­ა­ტი­ვა ე.წ. აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ას ეკუთ­ვნის. მას სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც ეთან­ხმე­ბი­ან.

“სიჩ­ქა­რეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეწი­რე­ბა. ეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, მაგ­რამ ჩვენ პა­ტა­რა ერი ვართ და უფრო მეტი და­ფიქ­რე­ბა და სი­ცო­ცხლის მოფრ­თხი­ლე­ბა გვმარ­თებს… არ შე­იძ­ლე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი ასე უაზ­როდ იღუ­პე­ბო­დეს. გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში ჯვრე­ბი იმი­ტომ და­იდ­გა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ფიქ­რდნენ სო­ცო­ცხლე­სა და სიკ­ვდილ­ზე, პირ­ჯვა­რის გა­და­წე­რი­სას გა­ეხ­სნათ გო­ნე­ბა და ღმერ­თის მიერ ნა­ბო­ძებ სი­ცო­ცხლეს გა­უფრ­თხილ­დნენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­კეთ­და და ღმერ­თმა ქნას, გზა­ზე ჯვრის და­ნახ­ვი­სას სიჩ­ქა­რეს შე­ამ­ცი­რონ და ფრთხი­ლად ია­რონ… ეს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვაც იყო” – აცხა­დებს ის.

მი­სი­ვე თქმით, გულ­რიფ­შის ტრა­სა­ზე უკვე და­იდ­გა რამ­დე­ნი­მე ჯვა­რი, ასე­ვე იგეგ­მე­ბა ხა­ტე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბაც, რო­მე­ლიც გა­ნათ­დე­ბა, რათა გამ­ვლელ­მა ისი­ნი ღა­მეც შე­ამ­ჩნი­ოს…

ად­გი­ლობ­რი­ვი დე ფაქ­ტო შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ჯვრე­ბის აღ­მარ­თვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვთ. თუმ­ცა, სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად შე­ამ­ცი­რებს ეს ავ­ტო­ა­ვა­რი­ებს და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბას.

“არ არის კა­ნო­ნი, სა­მარ­თა­ლი, სა­ხელ­მწი­ფო… გზებ­ზე ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბის სა­საკ­ლა­ოა… ან თა­ვად იხო­ცე­ბი­ან, ან ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს ხო­ცა­ვენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გუ­და­უ­თა­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. უფრო ადრე, გაგ­რა­ში ნას­ვამ­მა მძღოლ­მა დედა-შვი­ლი გა­ი­ტა­ნა, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ… რა თქმა უნდა, საქ­მე ჩა­ი­ფარ­ცხა, რად­გან მძღოლს პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნდა…” – ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან აფხა­ზე­ბი ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვას.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ასე­ვე წე­რენ, რომ აფხა­ზეთ­ში სხვა რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბიც ცხოვ­რო­ბენ და ეს მათ უფ­ლე­ბებს ლა­ხავს.

“ადა­მი­ა­ნებს კა­ნო­ნის მორ­ჩი­ლე­ბა უნდა ას­წავ­ლო, მაგ­რამ ამის­თვის კა­ნონს ძალა უნდა ჰქონ­დეს, ჩვენ­თან კი რა ხდე­ბა, არა­ვინ იცის…”- წე­რენ აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

მათ ე.წ. აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბე­სა­რი­ონ აპ­ლია პა­სუ­ხობს:

“ჩვენ არც კი გვი­ფიქ­რია ვინ­მეს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, არა­ვი­თა­რი რე­ლი­გი­უ­რი ქვე­ტექ­სი არ ჩაგ­ვი­დია, ღმერ­თი ყვე­ლა­სია და ამ ნა­ბი­ჯით, ყვე­ლას სი­ცო­ცხლის მოფრ­თხი­ლე­ბა გვინ­და, გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა და მრწამ­სი­სა… ჯვა­რი სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლოა და არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ის თავ­ზე იყოს აღ­მარ­თუ­ლი”.

loading…

პოპულარული

რა განსხვავებაა ქალის და კაცის „გულაობას“ შორის - ნინი ბადურაშვილი „პრაიმშოუს“ სტუმარს დაუპირისპირდა (ვიდეო)
"პატარა მაქსიმემ მეზობელი შეაწუხა და საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, ჭკუა უნდა ასწავლონ"
"არ შეიძლება, ჩემი ცოლისთვის ამხელა თაიგულის ჩუქება"- პრინცი ჰარი მეგანის თაყვანისმცემელს "გაუბრაზდა" (ფოტო, ვიდეო)
სამი მილიონი შვილის გამოსასყიდად - ვინ არის თბილისში, ვაკიდან გატაცებული 25 წლის ბიჭი
დაწერე კომენტარი