აქცია ტყიბულში – “საქნახშირის” თანამშრომლები ტყიბულის მაჟორიტარ-დეპუტატს მეშახტეების მოთხოვნებს აცნობენ

აქცია ტყიბულის ცენტრში – “საქნახშირის” თანამშრომლები ტყიბულის მაჟორიტარ-დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს ამ წუთებში ხვდებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი სურვილია, რომ მაჟორიტართან შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართოს, რათა მაქსიმალური ჩართულობა მოხდეს.

ისინი მაჟორიტარ-დეპუტატს სთხოვენ დახმარებას, რათა შეიცვალოს “საქნახშირის” ადმინისტრაცია. ასევე, მოითხოვენ, რომ არ დაილუქოს შახტები, რადგან ის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

მეშახტეები მინდელის სახელობის შახტის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ. „საქნახშირის“ თანამშრომელებმა აქცია დღეს ტყიბულის მერიის შენობასთან გამართეს.

ისინი პრემიერმინისტრის დაპირების  ოფიციალურად დადასტურებას და შახტის დალუქვის პარალელურად, შრომის ანაზღაურების მიღების გარანტიებსაც ითხოვენ. ისინი პრემიერს ადმინისტრაციის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

„ადმინისტრაცია თუ არ აპირებს გადადგომას, ეს ხალხი გაუკეთებს იმას, რაც არის გასაკეთებელი. თქვე კაი ხალხო, საქართველოს პრემიერი შეიცვალა, პირველი კაცი და პროკურორი შეიცვალა, ვინ გდია ჩვენი ადმინისტრაცია, რომელიც არ აპირებს ადგილების დათმობას. ჩვენ რა თქმა უნდა, მოვითხოვთ და ვთხოვთ, პრემიერს, სხვა გზა აღარ დაგვრჩენია ამ გაჭირვებულ და წყალწაღებულ ხალხს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და სისხლიან ხალხს, ჩვენ ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რომ რაღაც მოგვაქციოს ყურადღება,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციას პროფკავშირის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიმართ ნდობა არ აქვთ.

„მიზეზები აქ ერთი არ არის, აქ არის სისტემა, დანაშაულის სისტემა არის, ბრალეულობათა სისტემა არის აქ, დაწყებული გენერალური დირექტორიდან, დამთავრებული ალბათ, ცვლის უფროსამდე, რომელიც იქ შახტში დაიღუპა, იმის ჩათვლით,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის წევრები აცხადებენ, რომ ახალი ხელმძღვანელობის დროს უსაფრთხოების სისტემა, თითქოს, გაუმჯობესდა, თუმცა, მათი თქმით, ბოლო ტრაგედია სწორედ უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

ტყიბულელები ამბობენ, რომ შახტი არ უნდა დაიხუროს, რადგან ეს უმუშევრობას გამოიწვევს.

მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 მეშახტე დაშავდა.

loading…

პოპულარული

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ - რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს
სამეგრელოში მესაფლავეებმა ერთი ქოთანი ოქროს მონეტები იპოვეს და ლომბარდში ჩააბარეს
"არანაირი დანაზოგი არ გვაქვს, საერთოდ უფულოდ ვრჩებით, მაინც მეფიქრება მომავალზე " - მაკა ჩიჩუა (ვიდეო)
"ცა ჩემომექცა... 18 წლის წარმატებული ფეხბურთელი ბიჭი იყო, რომელმაც პირველად მიიღო ნარკოტიკი, გასინჯა და თან გაგვიყოლა"
დაწერე კომენტარი