
აქცია პერფორმანსი შამგონაში – აქტივისტები მდინარე ენგურში გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგეს და მდინარეში ყვავილები გაუშვეს.
ცნობისთვის,
ენგურის გადმოცურვის დროს გუშინ 7 აპრილს, სულ 4 ადამიანი დაიღუპა.
ოკუპირებულ გალში მცხოვრებლებს ზუგდიდში პენსიის ასაღებად, მედიკამენტების და პროდუქტის შესაძენად გადმოსვლის დროს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც ისინი ხშირად ენგურის გადმოლახვას ამჯობინებენ. ზოგი შემთხვევა ტრაგიკულად სრულდება.