თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან დიდუბის ორ ბაზრობას შორის არსებული ჭიშკრის გაღებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი წარმოადგენენ შპს „მ.ზ“-ს, რომლის ბაზრობის ტერიტორიაც სამი მხრიდან შემოსაზღვრა შპს „დიდუბის“ მფლობელმა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე სახანაძრო უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია.

მათი თქმით, ხანძრის შემთხვევაში ტერიტორიაზე სახანძრო მანქანის მოხვედრა შეუძლებელია. „ხანძრის შემთხვევაში, იქ გასასვლელი და ევაკუაციის საშუალება არ არის“, – აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

მისივე თქმით, 300-მდე მოვაჭრე უკვე წლებია, მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, თუმცა მათი მოთხოვნა არ კმაყოფილდება.

აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო თბილისში ბოლო პერიოდში რამდენიმე ბაზრობა დაიწვა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი 30 იანვარს მოხდა. თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა.

loading…

პოპულარული

„გამიშვან, მიშას დავბრიდავ, იარაღიც არ დამჭირდება...“ - ახალი სკანდალური ჩანაწერი, სადაც მირზა სუბელიანი სააკაშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს (ვიდეო)
მირზა სუბელიანი მზად იყო, სააკაშვილი მოეკლა, ახლა კი სუბარს და კახიშვილს ემუქრება - ახალი სკანდალური ჩანაწერი
„ბადრი პატარკაციშვილის ნეიტრალიზაციის დამგეგმავები პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით“ - გია ხუხაშვილი
"დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციას პასუხობს
"ივანიშვილი ჩოქბჯენიდან არ უნდა ადგეს... ბებიის სკივრიდან ამოღებული იაფფასიანი ტრიუკების იმედი ჰქონდა" - სააკაშვილი პროკურატურის ჩანაწერებზე
"ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში... აღებდნენ ოთახებს და კლავდნენ ყველას, ვისაც პოულობდნენ" -ქერჩის კოლეჯის დირექტორი (ვიდეო)
"თუ ტელევიზორს გამოვრთავთ, მივხვდებით რომ არც ისე ცუდად არის საქმე... " - ნიკუშა შენგელაიას მეუღლე
თბილისში, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი ბავშვი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე - პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
დაწერე კომენტარი