ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვის გამო, “ენმ”-ის საპროტესტო აქცია შაბათის ნაცვლად, კვირას გაიმართება

ზაალ უდუმაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  შაბათისთს დაანონსებული საპროტესტო აქცია კვირას გამართავს. ამის  მიზეზი ქართული კინოს ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვაა.

„აქცია გაიმართება კვირას 2 საათზე და ყველას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის დღევანდელი დღე და მისი მომავალი, კვირას 2 საათზე შევიკრიბოთ მეტრო რუსთაველთან,“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა, რომელმაც თანაგუნდელების სახელით, გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა.

loading…
loading…
გააკეთე კომენტარი!