პრეზიდენტის ინაუგურაცია – გაერთიანებული ოპოზიცია არ გამორიცხავს აქცია თელავში გაიმართოს

თინა ბოკუჩავა

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს და არ გამორიცხავს, რომ აქცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართოს, სადაც პრეზიდენტის ინაუგურაციაა დაგეგმილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ჯერჯერობით ოპოზიციაში რამდენიმე ლოკაცია განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აქცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს სწორედ თელავში ჩატარდეს.

„არ აღიარებულ არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტი ბრჭყალებში ინაუგურაციაზე ცხადია, ჩვენ დასწრებას არ ვაპირებთ, თუმცა ამის სურვილი არც არის ხელისუფლების მხრიდან.

აქციასთან დაკავშირებითაც გაგრძელდება ეს კონსულტაციები და შევარჩევთ ისეთ ადგილს, ისეთ ფორმას, ისეთ მასშტაბს, რომელიც ყველაზე მისაღები, ყველაზე ეფექტური ყველაზე სწორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ამ კონკრეტულ მომენტში,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

კითხვაზე განიხილება თუ არა აქციის ჩატარების ადგილად თელავი, ბოკუჩავა ამბობს: “განიხილება აბსოლუტურად ყველა ადგილი”.

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი