აქცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან – კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მას კანონი არ დაუღვევია

მძიმე ღამის შემდეგ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, ამ წუთებში, ოპოზიციის აქცია იწყება.

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ. ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, კომისიის გატანილი სიები ადგილზე უკვე დაბრუნებულია.

ბეჭდების უკან გადაცემაზე, კომისიის თავმჯდომარემ კატეგორიული უარი განაცხადა. სიები საოლქო კომისიაში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ოპოზიციამ, ხელისუფლების მიერ, არჩევნების ორგანიზებულად გაყალბების გეგმაზე საუბარი დაიწყო  და ეს ფაქტი, საარჩევო კომისიაში გააპროტესტა.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია. მისი თქმით, ინვენტარი და სიები მან კანონის სრული დაცვით გასცა. 

„მე არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. მიღება-ჩაბარების აქტით ეტაპობრივად გაიცემა გარკვეული ტიპის დოკუმენტიაც და ინვენტარი, ვინაიდან, მოგეხსენებათ 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია  არის მრავალრიცხოვანი უბნებისგან შემდგარი. ამიტომ ერთი დღის განმავლობაში შეუძლებელია დოკუმენტის და ინვენტარის ერთდროულად გაცემა. ამიტომ ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტით ვაძლევთ ხელმძღვანელ პირებს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, დალუქვის წესი  ეს არის მოთავსდეს კონვერტში, გადაწეპვის ზოლზე დაისვას საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი და ხელი მოწერილი იქნას ხელმძღვანელი პირის მიერ. ასევე ის ბეჭდის რეკვიზიტები ყველა დატანებული იყო იმ კონვერტზე, სადაც იყო მოთავსებული ის ბეჭედი.

“შეგვიძლია დაგანახოთ სარეგისტრაციო ჟურნალი სადაც გატარებულია თითოეული უბნის ბეჭდის კოდი შესაბამისად რეგისტრატურის ბეჭდის კოდები, ვინ რომელი უბანი, რომელი ბეჭდის ნომრებით იმუშავებს. ეს ყველაფერი იყო კანონის შესაბამისად დაცული კანონმდებლობის შესაბამისად. არც სიების გატანასთან დაკავშირებით დამირღვევია კანონი, ვინაიდან არაუგვიანეს ორი დღისა გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია ამ სამაგიდე სიებს“-ამბობს მირანდა მესხი.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი