პატრიარქის კუთხევით სასულიერო სემინარის სტუდენტები “აიისას” წინააღმდეგ აქციას გამართავენ

აიისა,სასულიერო აკადემიის სტუდენტი

სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტი გიგა ძამუკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები ორგანიზებას ვუწევთ სტუდენტურ აქციას, რომლითაც ვაპროტესტებთ კომპანია „აიისას“ ქართველი ერისა და ქრისტიანული საზოგადოების ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ საქმიანობას, კერძოდ: მათ მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე წმინდანების და წმინდა დღესასწაულების გამოსახვას, ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებული ბილწი ხუმრობებისა და სადღესასწაულო ქრისტიანული სიმბოლოების პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანას, ეროვნული, კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაცინვასა და შეურაცხყოფას.
აქციის მიზანია: დაიგმოს აღნიშნული ქმედებები, წარმოვაჩინოთ საზოგადოების ჯანსაღი აზრი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობა, რომელთა ღირებულებითი ღერძი ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, დავიცვათ რელიგიური და ეროვნული ფასეულობებისადმი ნიჰილიზმისაგან, ამ აქციას მიეცეს პრევენციული დატვირთვა, მომავალში, მსგავსი, მანკიერი ქმედებების აღსაკვეთად. ასევე გვინდა მივმართოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ დაიცვან ჩვენი უფლებები და საკანონმდებლო ხელისუფლებას მიიღონ სპეციალური კანონი ან ჩაიწეროს მუხლი კანონმდებლობაში ეროვნული და რელიგიური ფასეულობებისა და ღირებულებების შეურაცხყოფის შესახებ.
კომპანია ,,აიისას“ წარომადგენლები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რელიგიური გრძნობა და მისი შეურაცხყოფა სუბიექტური აღქმის საგანია და მისი კანონმდებლობაში ჩაწერა არასწორია, თუმცა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მორალის დაცვის მიზნით. მათი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მორალიც სუბიექტური აღქმის საგანია, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პატივი და ღირსება. ცალსახაა, რომ ამგვარი მიდგომა არასწორია. აღნიშნული კონვენცია ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია სავალდებულოდ და საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის შემდეგ უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შიდა საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებთან მიმართებით, ამიტომ პირდაპირ შეუძლია ხელისუფლებას ისარგებლოს აღნიშნული კონვენციის მე-10 მუხლით და აკრძალოს კომპანია „აიისას“ ის საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მორალს, თუმცა ყოველგვარი გაუგებრობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, გათვალისწინებულ იქნას სპეციალური მუხლი ჩვენს კანონმდებლობაში, უპირატესად კი საქართველოს კონსტიტუციაში.

მდუმარე სტუდენტური აქცია გაიმართება ხუთშაბათს, 19 აპრილს, 18:00 სთ-ზე,რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ.
აქციის ორგანიზატორებმა კურთხევა გამოვითხოვეთ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესაგან და ვმოქმედებთ მისი კურთხევის ქვეშ.
ვისაც სურვილი ექნება, ეს იქნებიან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები თუ რიგითი საზოგადოების წევრები, შემოუერთდეს აღნიშნულ აქციას, წინასწარ ვთხოვთ, დაიცვან გამოხატვის ის ფორმა(მდუმარე), რომელიც ჩვენ შევარჩიეთ, ჩვენი სურვილია აქცია ჩატარდეს მშვიდობიანად, ცივილურად, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე. ამ პრინციპების საწინააღმდეგო ყოველგვარი ქმედება დასაგმობი და აბსოლუტურად შეუთავსებელია ჩვენს მიზნებთან, ამოცანებსა და ხედვასთან.

ეს გახლავთ, კომპანია „აიისას“ ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებთ.
,,აიისა პრეზერვატივების კონცეპტუალური ბრენდი და სადებიუტო 2017 წლის ტოპ სტარტაპია. საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების გარდა პროდუქტის მომხმარებისთვის მიწოდების მთავარი ფორმა საკუთარი სავაჭრო აპარატებია, წარმოდგენილი 2 ფორმით: ‘Aiisa – Random Revolver’ განთავსებული მცირე ზომის ობიექტებში (ამ წუთისათვის 14 აპარატი 11 ლოკაციაზე თბილისში და ბათუმში მდებარე ბარებში) ‘Aiisa – Xhzibit’ ეტაპობრივად განთავსებადი სავაჭრო ცენტრებში, კლუბებში და ტურისტულ ლოკაციებზე მთელი ქვეყნის მაშტაბით.

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი