აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღის საჩუქრად “სინდისი” მიუტანეს

სინდისი

სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღის საჩუქრად “სინდისი” მიუტანეს. აქტივისტების თქმით, ეს არის ის, რისი ყიდვაც ბიძინა ივანიშვილმა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

“დღეს, ფაქტიურად, პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი გაუკეთა და აჩუქა გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე. ამ ყუთში დევს ის, რაც ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია… ბიძინა ივანიშვილის არ გააჩნია სინდისი და არ გააჩნდა არასდროს. სინდისი არ გააჩნია მას შემდეგ, რაც ჩააგდო პროპორციული არჩევნების სისტემა, როცა ჯალათი გახარია პრემიერად გვევლინება”, — თქვა ბექა ნათელაშვილმა.

“სინდისი” აქტივისტებმა სასაჩუქრე ყუთში შეფუთული მიიტანეს. აქტივისტებს “საჩუქრის” შეტანა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ტერიტორიაზე სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეებმა “საჩუქარი” ბიზნეს ცენტრის შესასვლელთა დატოვეს.

loading...

პოპულარული

"როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე მივვარდე ეზუგბაიას, ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი გავუკეთო" - ნინა სუბლატი
ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ტაძარშიც ეზიარა - რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს
ვინ შესწირა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდს 1 მილიონი ?!
COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზე WHO და CDC გაიდლაინების მიხედვით
დაწერე კომენტარი