აქვს თუ არა მნიშვნელობა დამცავი სამშენებლო ჩაფხუტის ფერს?

დამცავი ჩაფხუტი სამშენებლო სპეც. ეკიპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ჩაფხუტმა შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეც კი გადაარჩინოს. სამშენებლო ობიექტი ძალიან სახიფათო ტერიტორიაა და წინასწარ არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს.

მშენებლობაზე ჩაფხუტიანი ადამიანის დანახვისას დაფიქრებულხართ ჩაფხუტის ფერზე?

დამცავი ჩაფხუტი სხვადასხვა ფერის არსებობს, ძირითადად: ყვითელი, თეთრი, ლურჯი, მწვანე, შავი, წითელი და ფორთოხლისფერი.

თითოეულ ფერს კი თავისი დანიშნულება აქვს:

ყვითელი ჩაფხუტი – როცა მშენებლობაზე დაინახავთ ადამიანს ამ ფერის დამცავი ჩაფხუტით, იცოდეთ, რომ ის დაქირავებული მუშაა, რომელიც ხელმძღვანელის უშუალო მითითებებს ასრულებს;

თეთრი ჩაფხუტი – სამშენებლო ობიექტზე თეთრ ჩაფხუტს ატარებენ ინჟინრები და მშენებლობის ხელმძღვანელები (ე.წ. პრარაბები). ასევე – სამშენებლო კონტროლის ინსპექტორი და გაემო დაცვის ინჟინერი;

ლურჯი ჩაფხუტი – ამ ფერის ჩაფხუტს იყენებენ ამწეების მძღოლები და ელექტრიკები, რომლებიც მშენებლობის პოცესში მუშაობენ;

მწვანე ჩაფხუტი – ის ახურავს იმ ადამიანის, რომელიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტია;

წითელი ჩაფხუტი – ვისაც ასეთი ფერის ჩაფხუტი ახურავს, ის ან ამ სფეროში დამწყებია (მაგ. მოსწავლე/პრაქტიკანტი) და  ან სამშენებლო ობიექტის სტუმარია;

ფორთოხლისფერი ჩაფხუტი – ეს არის ადამიანი, რომელსაც აზომვითი ნახაზების შედგენა ევალება – ანუ, გეოდეზისტი; მშენებლობაზე დასაქმებულები აუცილებლად უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სპეცტანსაცმლით და სხვა ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით, რომელთა შორის,

ჩაფხუტთან ერთად, უნდა იყოს ხელთათმანი, ფეხსაცმელი, სათვალე, რესპირატორი, სმენის ორგანოების დამცავი საშუალებები.

გარდა სპეცტანსაცმლისა, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების დასაცავად კიდევ ბევრი საშუალება არსებობს, რომელთა გამოყენებას მშენებლებს კანონი ავალდებულებს.
მათ შორის ერთ-ერთია სამშენებლო ბადე. იგი აკავებს სიმაღლიდან სამშენებლო ხელსაწყოებისა და მასალების ნარჩენების გადმოცვენას და ირგვლივ ტერიტორასაც იცავს სამშენებლო მტვირისგან.
სამშენებლო ბადეს, მისი უნივერსალური თვისებების გამო, საყოფაცხოვრებო დანიშნულებაც მოუძებნეს და თანაც არაერთი.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი