“აქედან არ წავალ, თუ არ ვნახე პრეზიდენტი” -ყიფშიძეს სააკაშვილთან ისევ არ უშვებენ

ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს ექსპრეზიდენტის სანახავად ისევ არ უშვებენ. ის ამ წუთებში ციხის საავადმყოფოსთან ელოდება ნებართვას, რათა პაციენტი მოინახულოს. როგორც ყიფშიძე განმარტავს, არშეშვების მიზეზად სახალხო დამცველისა და მის მიერ შემქნილი ექსპერტთა ჯგუფის სააკაშვილთან შეხვედრა დაუსახელეს.

cyc

“დაახლოებით ერთი საათია აქა ვარ უკვე, გარე შლაგბაუმთან ველოდებოდი, მითხრეს მოიცადეო. მერე მითხრეს, ახლა მოიცადე, სახალხო დამცველი შედისო და თქვენ მერე შეგიშვებთო. მთელი ინტერესი ჩემი იყო ის, რომ კონსილიუმს შევხვედროდი და ერთად გვენახა […] როგორც ყოველთვის ველოდები. დღეს ნამდვილად მინდა, რომ ვნახო პრეზიდენტი. აქედან მე არ წავალ, თუ არ ვნახე პრეზიდენტი”, — განაცხადა ყიფშიძემ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი