აფხაზეთში სირიელებს ქართველთა სახლებს აძლევენ და რუსული ენის სწავლას სთხოვენ

ჩეხურ გამოცემაში «Lidové Noviny // Lidovky» გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ლაპარაკია, რომ აფხაზეთში სირიელ ლტოლვილებს ქართველების საცხოვრებელ სახლებს აძლევენ და რუსული ენის სწავლას სთხოვენ. ინფორმაციას “კვირის პალიტრა” ავრცელებს.

“აფხაზეთში სირიელ ლტოლვილებს ხელგაშლილად იღებენ. ბევრი მათგანი იმ აფხაზების შთამომავალია, რომლებიც რუსეთის იმპერიიდან კავკასიის ომების დროს, მე-19 საუკუნეში გაიქცნენ და სირიაში დასახლდნენ. დღეს ისინი ომის ცეცხლით მოცული სირიიდან თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ბრუნდებიან, თუმცა აქ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეხვდებით”, – წერს ჩეხი ჟურნალისტი პეტრა პროხაზკოვა, რომელიც სოხუმში ერთ-ერთ რეპატრიანტს – ავღან ასეფ (მუჰამედ) ზულგაის ესაუბრება.

“სოხუმის სანაპიროზე დამსვენებლებს იშვიათად თუ დაინახავთ, თუმცა ახლა, როცა ტურისტული სეზონის პიკია, აქ ბევრი ხალხი უნდა იყოს”, – აღნიშნულია სტატიაში.

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი