აფხაზეთის სანაპიროს პირველად გადაუფრინა აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავმა

აშშ-ს თვითმფრინავი

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა სტრატეგიულმა სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V ორშაბათს ჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ყირიმის სანაპიროს ახლოს დაფრინავდა, შემდეგ კი აფხაზეთის სანაპიროსაც გადაუფრინა და თან ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეს მხარე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ ინფორმაციას რუსული „ინტერფაქსი” ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა ორჯერ გადაიფრინა აფხაზეთის სანაპიროზე, საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთსა და სოხუმს შორის. აფხაზეთის სიახლოვეს თვითმფრინავი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდა და საჰაერო საზღვარი არ დაურღვევია.

სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე განლაგებული სამხედრო ბაზიდან აფრინდა, 4 საათის განმავლობაში დაფრინავდა სოჭიდან მთელი კრასნოდარის მხარის, ასევე ოკუპირებული ყირიმის მიმართულებაზე.

ცნობილია, რომ ამ ტიპის სტრატეგიულ სადაზვერვო თვითმფრინავს თავისუფლად შეუძლია საფუძვლიანად დაათვალიეროს მოწინააღმდეგის ტერიტორია და შეუძლია პოტენციური მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ადგილმდებარეობისა და საქმიანობის დადგენა.

სადაზვერვო ფრენების შესახებ ღია ცის შეთანხმებას 1992 წელს ჰელსინკშიგაფორმდა და ძალაში 2002 წელს შევიდა. ღია ცის შეთანხმება ამ შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს ერთმანეთის საჰაერო სივრცეში პერიოდულად სადაზვერვო ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს. თუმცა მოსკოვი კრძალავდა სადაზვერვო ფრენებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე, ასევე რუსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც 10კმ-ზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან, იმ არგუმენტით, რომ ეს „დამოუკიდებელი სახელმწიფოებია”, რომლებიც არ არიან ღია ცის შეთანხმების წევრები. ამ აკრძალვის გამო შეთანხმების ჩაშლით იმუქრებოდა აშშ. თუმცა რუსეთს დათმობა მოუწია და ამერიკულმა თვითმფრინავმა აფხაზეთის თავზე სადაზვერვო ფრენის უფლება მოიპოვა.

რეზონანსი

loading…

პოპულარული

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში - თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას ადანაშაულებს
რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა, სდიოს პირადობის მოწმობებს და ე.წ. ძველი ბიჭები ჩართოს კამპანიაში, ვერაფერს მიაღწევს - ბაჩუკი ქარდავა
"საქართველოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მთავრობაში მტრები გვყავს"- სანდრა რულოვსი წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა (ვიდეო)
"ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
"ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო" - რევაზ არველაძე
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია ..." - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ცოლმა ქმარი უხარისხოდ გაკეთებული რემონტის გამო მოკლა
დაწერე კომენტარი