ხმაური აფეთქების ადგილზე – დაკარგული დედა-შვილის ოჯახის წევრები შენობაში შესვლას ცდილობენ

უბედური შემთხვევა ფონიჭალაში – შენობაში დარჩენილი დედა-შვილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფებიან მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც შემთხვევის ადგილზე შესვლა სურდათ თუმცა, სამართალდამცავებმა უსაფრთხოების მიზნით არ შეუშვეს, რააც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აფეთქება ზემო ფონიჭალაში დღეს დილით მოხდა.შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჭონვამ გამოწვია, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. 44 წლის ბაბუა, 24 წლის შვილი და 6 წლის შვილივილი, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა.

საცხოვრებელ კორპუსში ასევე ჩამოინგრა რთული კონსტრუქციადა ამ დროისთვის დედა-შვილის ძებნისსამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც სამაშველო სამსახური სპეციალურ ტექნიკას გამოიყენებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
"უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა...მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაცა და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია" - დავით ქაშიაშვილი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი