აფეთქება საზოგადოებრივ ცენტრში – რა მოხდა ჩოხატაურში

გურია

ჩოხატაურში, სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. დაზიანებულია „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი, შენობის კედლები, ჩასხვრეულია მინები.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

დაწერე კომენტარი