აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ

ლაშა თორდია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს გუშინ, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ “ელ ცენტროში” თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა თავს. ლაშა თორდია საავადმყოფოშია და გამოკვლევები უტარდება, მას ტვინის შერყევა აქვს.
“ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთად მირტყამდა“, – განაცხადა თორდიამ.

ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას ითვალისწინებს. თუ გამოძიება ჯგუფურ დანაშულზე გავა, ამ შემთხვევაში თორდიაზე თავდამსხმელებს თავისუფლების ოთხიდან ექვს წლამდე აღკვეთა დაემუქრებათ.

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი