აუდიტის სამსახურის ხმაურიანი დასკვნა – “4 მილიონის დანამატები და თანამშრომელთა რაოდენობა ეჭვს იწვევს”

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულიდასკვნის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერება ეჭვს იწვევს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კითხვის ნიშნებს ბადებს თანამშრომელთა რაოდენობაც, რადგან დამტკიცებული საშტატო ერთეული და რეალურად მომუშავეთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა.

სავარაუდო დარღვევა ეკონომიკის სამინისტროს პროექტს “აწარმოე საქართველოში” უკავშირდება. კერძოდ, “აწარმოე საქართველოში” დაქირავებული ჰყავდა 4 კონტრაქტორი კომპანია, რომელთაც უნდა შეემოწმებინათ, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა პროექტიდან მიღებული თანხები.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროექტის შემოწმების შემდეგ კონტრაქტორი კომპანიები ვალდებულებებს სათანადოდ არ ასრულებდნენ. აუდიტორების თქმით, 46-მე ბენეფიციარმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა.

„აღნიშნულ კონტრაქტორებს აქვთ ვალდებულება, რომ შეადგინონ მონიტორინგის ანგარიში, თუ როგორ ხდება შემდგომ უკვე ბენეფიციარების მიერ ამ პროგრამის განხორციელება. ანუ მიღებული თანხები იხარჯება თუ არა მიზნობრივად. აღმოჩნდა, რომ ეს კომპანიები ან არასრულად, ან ზოგჯერ საერთოდ არ წარადგენენ ასეთ ინფორმაციას სსიპ „აწარმოე საქართველოში“,- განაცხადა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე შერმადინმა.

“ნიუპოსტი”

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი