ატირებული ხალხი შველას ითხოვს – მძიმე კადრები გუგუტიანთკარიდან

მძიმე კადრები გუგუტიანთკარიდან – ატირებული ხალხი შველას ითხოვს. მოსახლეობა იძულებულია წლების წინ აშენებული სახლები აგურ-აგურ დაშალოს, რადგან მათი კერძო საკუთრება, ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა.

საოკუპაციო ხაზთან ახლა ემოციურად ისეთი მძიმე მდგომარეობაა, აცრემლებული გუგუთიანთკარელები უყურებენ ბაღებს, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ მათი იყო. ამ ფონზე კი დუმს პრეზიდენტი. ქვეყნის პირველ პირს განცხადებაც კი არ გაუვრცელებია. სალომე ზურაბიშვილი კამერების წინ არ ჩნდება.

ამ დრომდე გუგუტიანთკარში ერთადერთი მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა, ისიც გუშინ გვიან საღამოს, რაც ოპოზიციამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მთელი მთავრობა და თქვა, რომ უნიათოები არიან.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი