“ასჯერ რომ დაეცეს, ათასჯერ რომ შეეშალოს, ათი ათასჯერ შეცდეს – ვერ გაკიცხავთ და ვერც ჭკუას დაარიგებთ ზაზა სარალიძეს”

ზაზა სარალიძე

ასჯერ რომ დაეცეს, იმ გზაზე, რასაც შვილის მკვლელების დასჯა ჰქვია, ვერ გაკიცხავთ, ვერც ჭკუას დაარიგებთ! გიჟი მამაა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა წერს და გადაცემა “კვირის აქცენტებში ზაზა სარალიძის ემოციურ განცხადებებს ეხმაურება.

“ასჯერ რომ დაეცეს, იმ გზაზე, რასაც შვილის მკვლელების დასჯა ჰქვია, ათასჯერ რომ შეეშალოს, ათი ათასჯერ შეცდეს – ვერ გაკიცხავთ, ვერც ჭკუას დაარიგებთ! გიჟი მამაა, როგორც ყველა და მის მდგომარეობაში ბედმა არავინ ამყოფოს. ამიტომ, შეეშვით მისთვის ჭკუის სწავლებას. მისი ტკივილი ჩვენთვის გაუგებარია და შესაბამისად, მისი ბრძოლის ყველა მეთოდი გამართლებულია. 
ვერავინ გაკიცხავს, ვისაც მორალის ნატამალი გააჩნია. ჰო, ისე, ვის უნდა ესაუბროს გაყიდულის იარლიყი, რომ არ ჰქონდეს? მას აქვს უფლება ისაუბროს ყველასთან და პირველ რიგში ესაუბროს, ითანამშრომლოს და ებრძოლოს ხელისუფლებას, ესაუბროს, გამოიყენოს და ადგილი მიუთითოს ოპოზიციას. ადამიანურ კონტექსტში კიდევ ოპოზიცია და უმრავლესობა არ მესმის ასეთ და ამნაირ საქმეებში, რადგან ადამიანური – მორალური სოლიდარობა სხვა რამეა. მას მიზნის მისაღწევად ვერავინ დაუწუნებს ტაქტიკას, სტრატეგიას, ეთიკას… ნუ შეშლით, ნუ გადადგამთ ჭკუიდან იმის გამო, რომ მის ქცევებში რაღაც არ მოგწონთ. ის კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს. ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ, მისთვისაც და მისი გარდაცვლილი შვილისთვის“, – წერს მირცხულავა.

შეგახსენებთ, გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში მწვავე და ემოციური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სამართლიანობისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს და თუკი ვინმე წინ გადაუდგება, ყველას მოკლავს. 
სარალიძემ ასევე მოუწოდა საზოგადოებას და ოპოზიციას, რომ მისთვის პოლიტიკური იარლიყების მიწებებას არ შეეცადონ.

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი