ასპინძაში ყირიმ–კონგოს 3 შემთხვევა გამოვლინდა

კოღო

ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით სამი ადამიანი დაავადდა. პაციენტები თბილისის კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

cyc

SKnews-ი​ ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ყირიმ–კონგოს ორი შემთხვევა სოფელ ორგორაში გამოვლინდა, დაავადებულია ორი შუახნის ქალი. ერთი მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე კი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ყირიმ–კოგოს მესამე შემთხვევა დაბა ასპინძაში გამოვლინდა, დაავადებულია 30 წლამდე მამაკაცი.

ყირიმ–კონგოს შემთხვევები მუნიციპალიტეტში გასულ კვირას დაფიქსირდა. ამჟამად პაციენტებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებსაც აკვირდებიან. დაავადების გადადების საფრთხე სიმპტომების გამოვლენიდან 12–14 დღეა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი