“ასეთი ხელისუფლება ამთავრებს მოვღვაწეობას რევოლუციით” – ენმ ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვებას არ ეთანხმება

ეს არის დაცინვა და აბუჩად აგდება – ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი, ზაალ უდუმაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ზვიად კუპრავა არის პოლიტიკური პატიმარი და მას პირადად გიორგი გახარია სჯის. ოპოზოციური პარტია კუპრავას პატიმრობაში დატოვებას კატეგორიულად არ ეთანხმება. 

„ჩვენ რასაც დღეს ვუყურებთ აი, ამ შენობაში, რომელსაც პირობითად ჰქვია სასამართლო, არა მხოლოდ დღევანდელ პროცესს ვგულისხმობ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის დაცინვა და აბუჩად აგდება. ოთხი თვეა, უკვე ზვიად კუპრავა არის გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი. ოთხი თვე გრძელდება ეს პატიმრობა და გადაწყვეტილი აქვს სასამართლოს და გიორგი გახარიას, რომ ბოლომდე დასაჯონ ზვიად კუპრავა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ აბსურდული ბრალდებით, რომლისთვისაც ზვიადს დღეს ასამართლებენ, ის საერთოდ არც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლო დარბაზში, მაგრამ არა უშავს, ზვიადი მალე გათავისუფლდება და ასევე ძალიან მალე დასრულდება ამ ქვეყანაში მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს კლანის პარპაში და ძალიან მალე დასრულდება ასევე ივანიშვილის ხელისუფლება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

პატიმრობის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ნიკა მელიაც. მისი შეფასებით, ისეთი ხელისუფლება, როგორიც “ქართული ოცნებაა“, მოღვაწეობას ასრულებს რევოლუციით.

„იქ სადაც აღარ არსებობს სასამართლო, იქ სადაც გვეუბნებიან, რომ სასამართლოა იქ, რომელსაც მართავს მურუსიძე და ჩინჩალაძე და პარლამენტია, რომელსაც მართავს კობახიძე და შსს-ია, რომელსაც მართავს გახარია და ა.შ. ასეთი ხელისუფლება ამთავრებს საკუთარ მოვღვაწეობას რევოლუციით. დიახაც, რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო ურნებთან, ან საარჩევნო უბნების მიღმა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ზვიად კუპრავა პატიმრობაში რჩება. წესით მოსამართლე დღეს განაჩენზე სათათბიროდ უნდა გასულიყო, მაგრამ პროკურორი პროცესზე არ გამოცხადდა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. შესაბამისად, სასამართლომ დღეს მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა და კუპრავა ისევ პატიმრობაში დატოვა. ზვიად კუპრავას თავდებში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები უდგებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა. 

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი