“ასეთი დამთხვევები არ ხდება, წლებია სინოდის წევრები გვემუქრებიან” – ეპისკოპოსი წამალაიძე შვილის გარდაცვალებაზე

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარ ბინაში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ქრისტეფორე წამალაიძე სინოდის წევრების მხრიდან მუქარაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი დამთხვევები არ არსებობს და მას ხმაურიანი განცხადებების გამო მღვდელმთავრები ემუქრებოდნენ.

“ჩვეულებრივად იყო, კვირას ჩვენთან ჩავატარეთ წირვა, მერე გავიდა ზიარებაზე. დილით 7ის ნახევარი იქნებოდა ოთახიდან ტუალეტში რომ გავიდა ჩაიკეცა, სანამ სასწრაფო მოვიდა გარდაიცვალა. ჩვენს წინააღმდეგ დიდიხანია ბრძოლა დაწყებულია, ეკლესიის მსახურები და სინოდის წევრები არ ისვენებენ წლებია და ჩვენ გვემუქრება ეკლესია და სინოდის წევრები” – აღნიშნა ეპისკოპოსი.

დაწერე კომენტარი