არ ჩამოვფრინდი, რადგან მარტივი იქნებოდა ჟლეტა და ჩვენზე გადმობრალება – სააკაშვილი

სააკაშვილი

საქართველოს მეასამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავარ არხთან ამბობს, რომ კიევიდან პირდაპირი რეისით არ ჩამოვიდა, ვინაიდან “ამ სცენარში ძალიან მარტივი იქნებოდა აფეთქება, გასროლა, ჟლეტა და მერე ამ ყველაფრის მისთვის გადაბრალება”.

ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბრუნებას შეადარა და ჰკითხა, თავად სააკაშვილი თუ ხედავდა ამ პარალელს.

“90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი, ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო. და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის ჩვენი ისტორიის კრიტიკული წერტილი”. – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი