„არ ყოფნის არანაირი ფული, რა ღორია ასეთი” – ხმაურიანი განცხადებები ივანიშვილზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის 29-ე დღეს

პროტესტის 29-ე დღე – რუსთველის გამზირზე ამ დროისთვის კვლავ აქცია მიმდინარეობს. თითქმის ერთი თვეა, ახალგაზრდები სისხლიანი ღამის მთავარი ავტორის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით იკრიბებიან.

ამ მოთხოვნის გარდა, გამომსვლელები დღეს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის პრობლემებზეც საუბრობენ. გარდა ამისა, აქციაზე გამომსვლელებმა “რუსთავი 2”-ზეც ისაუბრეს.

სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა შს მინისტრს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ბატონო გახარია, 30:0, სირცხვილია უკვე, მასე წაგება, სირცხვილია. რაც უფრო დიდხანს გაჩერდებით, მით უფრო სამარცხვინოდ წააგებთ,“ – განაცხადა მაქარაშვილმა.

იურისტმა, საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტმა, ბაია პატარაიამ სიტყვით გამოსვლის დროს “რუსთავი 2”-ის საქმეზეც ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილს მხოლოდ თავისი მილიარდები აწუხებს.

„არ ყოფნის არანაირი ფული, რა ღორია ასეთი, რად უნდა, დოლარებში უნდა ჩაიმარხოს და პირამიდა უნდა ააგოს დოლარების?“ – განაცხადა ბაია პატარაიამ.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
დაწერე კომენტარი