„საქართველოს არ უწერია გადაშენება და ამას ყველა იხილავთ, კოსმოსი კი ნიღაბს ჩამოხსნის იმ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ქიმიურ ომს!“ – რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ

კაკულია კორონაზე

ლელა კაკულიას კიდევ ერთი, მართლაც სენსაციური წინასწარმეტყველება მსოფლიოში ვირუსების გავრცელების თაობაზე, რომელიც წარსულში უკვე გამოქვეყნდა როგორც მის საავტორო გაზეთში, ისე წიგნში „ახალი სიტყვა“ (2010 წლის გამოცემა) 2009 წელი, 5 ნოემბერი, ხუთშაბათი, თბილისი.

„ვხედავ, მსოფლიო ძალიან აფორიაქდება იმ ქიმიური მოწამვლებით, რასაც არქმევენ ღორის გრიპს, ქათმის გრიპს და ასე შემდეგ.

ვხედავ, ეს არის ბაქტერიული – ქიმიური ომი! დიახ, ეს ასეა. მალე ყველა ამაზე კი არ ალაპარაკდება, არამედ აყვირდება, იმიტომ, რომ ეს ვირუსები ყველგან ვრცელდება, ყველგან შეაღწევს და ამას ვერავინ შეაჩერებს.

გასულ საუკუნეებში ადამიანებს შავი ჭირისა ეშინოდათ და ბევრიც დაიღუპა. ახლაც იგივე მეორდება, ოღონდ სხვა სახით გვევლინება ეს შავი ჭირი, რომელსაც თვითონ ადამიანები ქმნიან ლაბორატორიებში.

ჰოდა, საკუთარი ხელით შექმნილ ჭირს კოსმოსი საკუთარ სახლსა და ქვეყანაში შეუბრუნებს შემქმნელებს. ეს ასეა ასი პროცენტით.

საქართველოს ამ ქიმიური ნივთიერებებით ვერ გაწყვეტს მტერი. პირიქით, ჩემი საქართველო გადარჩება. კოსმოსი კი ნიღაბს ჩამოხსნის იმ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ქიმიურ ომს. ვხედავ, აქ რუსეთისა და ირანის სახელმწიფოები დასახელდებიან მომავალში.

ჩინეთი აღმოჩნდება განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ. იქნება დიდი სიკვდილიანობა და ამაზე ყოველდღე ილაპარაკებენ. ასევე მოულოდნელი აფეთქება იქნება ვირუსებისა მოსკოვში. მათ არც საზღვრების ჩაკეტვა უშველით და არც სხვა არაფერი. დიახ, ეს ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები იმაზე მეტად სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს მსოფლიოში, ვიდრე წარმოგიდგენიათ. წინასწარმეტყველება სრულდება. საქართველო ყველაზე უკეთესად გადაიტანს ამ შემოტევას! კავკასიონის მწვერვალები იცავს საქართველოს. რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, საქართველოს ტერიტორია ქიმიური ომისთვის მიუწვდომელია და ამიტომ ბაქტერიების გამრავლებას არ ვხედავ! და საერთოდ, საქართველოს არ აწერია ამოწყვეტა და გადაშენება. ამას ყველა იხილავთ!!!“- აღნიშნავდა ლელა კაკულია.

loading...

პოპულარული

ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა და 16 გამოჯანმრთელებული - საქართველოში COVID-19 მარცხდება
კალაძის ორმაგი სტანდარტი - "ოცნების" მსხვილ შემომწირველ კომპანიას 7 წელიწადში ბიუჯეტიდან 160 ლარი გადაუხადეს, აქედან 8 მილიონი ტენედრში გარეშე
დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს - გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნაზე საუბრობს
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი იხსნება
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
დაწერე კომენტარი