არ მახსოვს წამი, ჩემი ეთნიკური წარმომავლობის შემრცხვენოდა, დიახ, ეთნიკურად სომეხი ვარ, მაგრამ ვარ ქართველიც და ენის სიყვარულში ვერავინ შემეცილება – ლიანა მარქარიანი

marqariani

​არ მახსოვს წამი, რომ მე ჩემი ეთნიკური წარმომავლობის შემრცხვენოდა. დიახ, ეთნიკურად სომეხი ვარ, წარჩინებით დავამთავრე სომხური სკოლა და რაც თავი მახსოვს, სომხურ ტრადიციას, სომხურ კულტურას ვემსახურები, მაგრამ, ამავდროულად, ვარ ქართველიც, საქართველოს შვილი და ჩემი ერის, ხალხის, კულტურის და რა თქმა უნდა, ენის სიყვარულში ვერავინ შემეცილება,- ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი წერს.

როგორც მარქარიანი „ფეისბუქზე“ აღნიშნავს, კრიზისის და არეულობის დროს სოციალური ქსელი დისკრიმინაციული პოსტებით აივსო.

„მოკლედ, ქართული ენის ცოდნის ამბავზედ! არ მახსოვს წამი, რომ მე ჩემი ეთნიკური წარმომავლობის შემრცხვენოდა. დიახ, ეთნიკურად სომეხი ვარ, წარჩინებით დავამთავრე სომხური სკოლა და რაც თავი მახსოვს, სომხურ ტრადიციას, სომხურ კულტურას ვემსახურები (ხან ვცეკვავდი, ხან მსახიობი ვიყავი). მაგრამ, ამავდროულად, მე ვარ ქართველიც, საქართველოს შვილი და ჩემი ერის, ხალხის, კულტურის და რა თქმა უნდა, ენის სიყვარულში ვერავინ შემეცილება! ამ კრიზისის და არეულობის დროს დისკრიმინაციული პოსტებით აივსო ეს ქსელი, ვინმემ მითხარით ახლა სიძულვილის ენა, სტერეოტიპების დამყარება და ასეთი დისკრიმინაცია დროულია? ზუსტად ასეთი ადამიანების არსებობის გამო, თსუ-ში მაღალი ქულებით და გრანტით ჩაბარებულმა სტუდენტმა ლექციების გაცდენა გადავწყვიტე, რადგან მეშინოდა! ერთხელ ერთ-ერთმა ლექტორმა
მითხრა, მაღალ ქულას ვერ დავწერ საშინელი შეცდომებიაო და არც მითხრა რა შეცდომა იყო ეს. რას ფიქრობთ? ასე უნდა ეპასუხა? ასე უნდა ესწავლებინა ჩემთვის ენა? მაგის მერე, ვაცდენდი კი არა, თუ მივდიოდი სულ ბოლო რიგში ვიჯექი, სანამ მესამე კურსზე არ შემხვდა ადამიანი, რომელმაც უბრალოდ წინ გადმომსვა (პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით) და აი ეს ლიანა გამოძერწა (მას ყველა იცნობთ: Maia Toradze). როდესაც მისთვის ვწერდი, მაშინაც ქვეყანა ხარვეზი იყო ჩემს ნაშრომში. ლექციების შემდეგ დავრჩით და სულ წერტილ-მძიმით გავიარეთ: ხან მეხუმრებოდა, ხან რა შედარებებით მიხსნიდა და ხან რა… მოდით ყველამ ვიფიქროთ, ჩვენ რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ერთს მაინც ვასწავლოთ ქართული ენა მთელი თავისი სილამაზით. დღეს ამ ლექტორს ვაკვირდები და მაშინაც კი უკეთ ვწერდი მასზე, სავსებით შესაძლებელია მასზე მეტად მიყვარდეს საქართველო და ჩემი ისტორია!

მოკლედ, სანამ კრიტიკას დავიწყებდეთ, ჯერ ჩვენს განვლილ გზას გადავხედოთ, ერთი გვერდი დავწეროთ და გადავხედოთ სტილს და პუნქტუაციას, დამიჯერეთ „სიურპრიზებით“ იქნება აჭრელებული, თუ ამპარტავნობამ არ დაგაბრმავათ, რა თქმა უნდა. ჩელენჯში არ ვერთვები, არავისთვის არაფერი არ მაქვს დასამტკიცებელი. ოქროს დიპლომით დავამთავრე თსუ და პირველ არხზეც ვმუშაობ, ასი სტიპენდია მქონდა, კონკურსებშიც ვიმარჯვებ – წერით და ჩემი ლექტორის მადლიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე (ვინც მასწავლა, რა თქმა უნდა და აქვე უნდა ვახსენო ქალბატონი Mari Tsereteli, ვისთანაც ანალიზის და მოსაზრების წერა გავიარე და ამით ყველაფერი ნათქვამია, ერთი წელი სასიამოვნოდ „ვიწვალეთ“ და ბატონი ვახტანგ იმნაიშვილი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე მაძლევდა რჩევებს). კორონა თუ დამიდასტურდა, ჩემზეც იტყვით ვერ გაიგო, სომეხია და ენა არ იცისო? საერთოდ არაფერ შუაშია! გვახსოვდეს, მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა! მე ისევე მაქვს გააზრებული ჩემი ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობა, როგორც არავის და ისე მიყვარს, როგორც ორი ერის შვილს ეკადრება-ორმაგად! #მევირჩევტოლერანტობას! პ.ს. მწყინს, რომ ამ დროს ამაზე მიწევს წერა“,- წერს მარქარიანი 

loading...

პოპულარული

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი