“არ თვლის, რომ რაიმე დანაშაული ჩაიდინა” – დავით ფურცხვანიძე უფლებადამცველმა დატოვა

ფურცხვანიძე

დღეს, 25 სექტემბერს ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, დავით ფურცხვანიძე დააკავეს. მის იტერესებს თავდაპირველად გიგა სვანაძე იცავდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სვანაძე დაკავებულის ადვოკატი აღარ იქნება. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამის მიზეზი. დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ხვალიდან ახალი ადვოკატი ეყოლება  – მისი ვინაობა ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია. 

დაკავებული ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა. საქმეში არაფერია დაფარული და მგონია, რომ ფურცხვანიძეს კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია, – ამბობს ფურხვანიძის ყოფილი ადვოკატი.

დაწერე კომენტარი