“არ ვიცოდი და ჟურნალისტებისგან გავიგე, ესეც ალბათ ჩემი ბრალი არ არის” – ფოფხაძე ჭიჭინაძის გარიცხვაზე

მმართველი გუნდიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში განცხადებები კიდევ ერთხელ კეთდება.

შავი ჩაი ასკილით

“ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია თავის დროზე არ ჰქონიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ ინფორმაციას მან ჟურნალისტებისგან შეიტყო.

ფოფხაძისთვის  თანაგუნდელის გარიცხვის ფორმა მიუღებელია. დეპუტატი ამბობს, რომ თუკი სპეციალური ფორმატი შეიქმნება, სადაც მსგავსი საკითხების განხილვა მოხდება, კარგი იქნება.

„მეც მგონია დათოსთან განსხვავებული პოზიციები და ვიკამათეთ ერთმანეთთან და მე ვერ ვხედავ ამაში ვერანაირ პრობლემას, რომ მიუხედავად ამისა, ვიყო მისი მეგობარი, თანამოაზრე, თანამებრძოლი. მე რომ არ ვიცოდი და ჟურნალისტებისგან გავიგე, ესეც ალბათ ჩემი ბრალი არ არის. ამ პროცესის ნაკლულ ფაქტორზე მეტყველებს. მე მგონია, რომ თუ ჩვენ ვსვამთ გუნდიდან წევრის წასვლის საკითხს, ეს გაცილებით უფრო პრინციპული განხილვის საგანი უნდა იყოს. ერთ-ერთი პრობლემა რომელიც ჩვენ გვქონდა ბოლო პერიოდში და რომელიც უნდა დაიძლიოს და იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინას ფაქტორი ამას ხელს შეუწყობს და როდესაც ის დაბრუნდა პოლიტიკაში, მე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად ამაზე გავუსვი ხაზი, რომ აქვს პიროვნული ავტორიტეტი და რესურსი, რომ გუნდში არსებული კონფლიქტები, წინააღმდეგობები ან განსხვავებული განწყობები მაქსიმალურად, მედიაციის დონეზე უზრუნველყოს, რომ შეჯერდეს,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ინფორმაციის არ ქონას ადასტურებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილეც. ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ გუნდის შიგნით მსჯელობა არ ყოფილა.

„თვითონ “ქართულ ოცნებაში” უნდა გაირკვეს, რამდენად მართებული იყო ზოგადად დავით ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიიდან და როდესაც ეს გაირკვევა, თუ ეს პროცესი დაიწყება, საერთოდ, შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ. ამაზე საერთოდ საუბარი არ ყოფილა და არც მსჯელობა არ ყოფილა,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა ქარელში - შსს-მ ბრალდებული დააკავა
უბედური შემთხვევა თბილისში - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტზე მამაკაცი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი