“არ ვიცით, საქართველო რამდენად არის ჩინელების ექსპანსიისგან დაცული”

საქართველო ჩინეთის დროშა

ჩინეთში საქართველოს ელჩის დავით აფციაურის თქმით, საქართველო და ჩინეთი ტურისტული ჯგუფების უვიზოდ მიმოსვლაზე წელს ხელშეკრულებას გააფორმებენ, – აღნიშნული თემით “საქმის კურსთან” საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი საუბრობს.

solva.ge

ქალბატონო ია, ჩინეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოს ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ქუმსიშვილის განმარტებით, ქართველებს ორმხრივი კომპანიების დაფუძნება შეეძლებათ, აღნიშნულ განცხადებებზე რა აზრის ხართ?

-მე რისკებს ვხედავ და უპირველესად, რაც ქვეყნისთვის გასაკეთებელია, ეს არის SWOT-ის დეტალური ანალიზი, თუნდაც, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სათითაოდ ყველა საკითხზე, რომ გავიგოთ, შეიცავს თუ არა აღნიშნული განცხადებები რისკებსა და საშიშროებებს. არ მგონია, რომ ქვეყანა ამისთვის მზად იყოს. მონიტორინგია აუცილებელია, რომელიც გვაჩვენებს ჩინელი ტურისტები სად, რატომ და რა ვადით მიდიან. კერძო სექტორი ამას ნამდვილად ვერ მოერევა და ამისთვის საჭიროა უშიშროების სამსახურის ჩართულობა.

ვფიქრობ, ისე გამოდის, თითქოს, საქართველო ექსპერიმენტს ატარებს, რადგან სხვა ქვეყნებში ამის პრეცედენტი არ არსებობს. თვითონ ჩინელების რეპუტაცია, რომლებსაც მიწები და ჰაერიც კი არ ყოფნით, საქართველო მათთვის მიმზიდველი სამოთხეა. ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ტურისტული პაკეტის შეძენას და საქართველოში ჩამოსვლას და არ ვიცით, საქართველო რამდენად არის ამ ექსპანსიისგან დაცული. მე არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ჩინელი ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ. ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებს გავეცანით და ჩინელი ტურისტი თითქმის ყველა ქვეყნისთვის ძალიან მისაღებია. ისინი ბევრნი არიან და მათი მხარჯველუნარიანობა საკმაოდ მაღალია. კერძო სექტორის განწყობა ისეთი არ არის, რომ ჩინელები საქართველოში საერთოდ არ ჩამოვიდნენ, უბრალოდ უნდა იყოს ლიმიტი დაწესებული და ზოგადად ამისთვის სერიოზული მომზადება გვჭირდება. ვფიქრობ, რომ ჩინური ბაზრისთვის დეტალური მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები ცალკე უნდა გაიწეროს. ჩვენ რომ საზღვრები გავხსნათ და ყველა შემოვიყვანოთ, მაგალითად, 10 მილიონ ვიზიტორამდე ავიდეთ, არ ვიცით ამის მერე რა მოხდება, ან რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს. არ დავმალავ და პირადად მე მეშინია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებში ვერ მივაკვლიე ისეთ ქვეყანას, სადაც ჩინელები უვიზო რეჟიმით მოგზაურობდნენ.

-როგორ ფიქრობთ, სიახლეებისთვის ღია არ უნდა ვიყოთ, თუნდაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტი რომ შევქმნათ ჩინელებისთვის?

-ჩემი აზრით, ჩვენ მზად ბევრი რამისთვის არ ვართ და ტურიზმის განვითარების ეფექტური სტრატეგია ისევ არ გვაქვს, თუნდაც მომდევნო 20 წლის შემდეგ. ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი ქაოტურად ვითარდებოდეს. წლების წინაც ვსაუბრობდით, რომ ჩვენ გვინდა დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და ისეთი ქვეყნები, ვისგანაც ამავე დროს ვსწავლობთ და კულტურას ვაზიარებთ. ჩინელების ჩვენ ნამდვილად არ გვესმის. ჩინური რელიგიაც კი არ ვიცით, რა არის. იქ რელიგია არის კანონი. თუ ეტყვიან ჩასხედით და გაფრინდით საქართველოში, ამას გააკეთებენ. როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აცხადებს, იმდენი ჩინელი ტურისტია, რომ ყველას ეყოფა. ვფიქრობ, რომ ეს ’’ყველას ეყოფა“ ცოტა საშიში ნათქვამია.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ქართველებმა ჩინეთში ჩინელ პარტნიორებთან ერთად ტურისტული სააგენტოები დააფუძნონ და შემდეგ მსოფლიოს ქვეყნებში დაკავდნენ ტურიზმით?

-ჩინელმა ტუროპერატორებმა ინგლისური არ იციან. როდესაც ჩინეთში ქართული დელეგაცია იყო ჩასული, პრეზენტაცია, სადაც ფოტოებიდან რამდენიმე სიტყვა ინგლისური იყო, ის არ ესმოდათ მათ და თარჯიმანი დაჭირდათ. ვფიქრობ, რომ უკვე სიგნალია. რატომ არის, რომ ჩინელ ტუროპერატორებთან სავიზო რეჟიმის პირობებშიც კი რთულია კომუნიკაცია? ზუსტად ენობრივი ბარიერის გამო. საქართველოს რეალობაში დაცვის მექანიზმების კუთხით რამე გამოცდილება, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა, განვითარებული ქვეყნები ტურისტულ ნაკადებს მართავენ, რაზეც ჩვენ უკვე 20 წელია ვსაუბრობთ, რომ ჩვენივე, სექტორი დარგის ნებაა ეს, რომ მივმართოთ ნაკადები. თუ ხუთი წლის შემდეგ ვიტყვით, რომ მთელი ჩრდილოეთ ევროპის ტურიზმის საქართველოში წამოსვლა გვინდა, თუ სწორი მიმართულებით წავალთ, ეს აუცილებლად გვექნება. რატომღაც შეთანხმება არ ხდება. ყველას ერთად გაერთიანებული ხედვა არ გვაქვს. ყველაფერი ჩვენზე სახელმწიფო და კერძო სექტორზე, დონორებსა და ასოციაციებზე დამოკიდებული. ჩამოყალიბებული არ გვაქვს რა გვინდა, სად ვიყოთ 20 წლის შემდეგ. პირადად ჩემი არჩევანი დასავლეთ ევროპაა, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველოში მომსახურება თავისთავად კულტურაა. თუ ჩვენ ბევრი დასავლეთ ევროპელი სტუმარი გვეყოლება, იძულებულები ვიქნებით მომსახურების ხარისხი ავწიოთ და საქართველო სრულიად სხვა ქვეყანა იქნება. ეთნოფობი ნამდვილად არ ვარ, თუმცა კულტურაზე გამახვილებული მაქვს ყურადღება. არ მინდა ჩვენს ქვეყანას მომავალში ყველას “საშლიგინოდ” ვხედავდე.

 

წყარო:http://www.bm.ge

loading…

პოპულარული

"მაპატიეთ... ყველაფერი კარგად იქნება" - მაია ასათიანი მაყურებელს მიმართავს
"სიტყვა ინტიმი სულაც არ არის სალანძღავი, საქმეში ბევრი სკანდალური დეტალია"- შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
„სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი“ - გიორგი კვირიკაშვილი
„ყელი გამოჭრა... 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული“ - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გააკეთე კომენტარი!