“არ ვაპირებ სივრცის დათმობას თავისუფლების მტრებისთვის, დავდგები იქ, სადაც სახელმწიფო ჩემს უსაფრთხოებას ვერ დაიცავს, მაგრამ მე დავიცავ ჩემს თვისუფლებას” – თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი facebook-ის პირად გვერდზე სტატუსებს აქვეყნებს:

ფრუსტრირებულ პოსტებს ვაწყდები – გაბრაზებულია ხალხი, რომ იმ თავისუფლებასაც ვკარგავთ რაც გვქონდა, არათუ ვაფართოებთ – აგერ ახლა, მხატვრული ლიტერატურის ცენზურას აპირებენ.

აქციის გაუქმებით იმედგაცრუებულებს მინდა ვუთხრა:

სულ რაღაც 15 წლის წინ რელიგიური უმცირესობების უფლებებისთვის უწევდათ ისეთივე ბრძოლა გამბედავ ადამიანებს, როგორც დღეს – სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის.

ამ ბრძოლაში მათ ავიწროვებდნენ, სტიგმებს აკერებდნენ, არბევდნენ, ქვებს ესროდნენ…

მაგრამ ის ადამიანები არ გაჩერებულან და დღეს, შეიძლება რელიგიურ უმცირესობებს სახარბიელო მდგომარეობა არ აქვთ, მაგრამ გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს და გაცილებით თავისუფლები არიან, ვიდრე 15 წლის წინ და ეს ყველასთვის კარგია, არა მხოლოდ უმცირესობებისთვის.

თავისუფლება ადვილად არ მოდის – მთავარი ისაა, რომ არსებობდეს ადამიანების ჯგუფი, რომელიც უკან არ დაიხევს, ხელებს არ ჩამოყრის და ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი უსაფრთხოების და რეპუტაციის ფასად ივლის მიზნისკენ.

მთავარია არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ საზოგადოება მხოლოდ მაშინაა ჯანსაღი, როდესაც ყველა ჯგუფს აქვს აზრის უსაფრთხოდ, თავისუფლად გამოხატვის უფლება.

მოკლედ, ღრმად მჯერა, რომ აქ და ახლა ბოროტება მაშინ გაიმარჯვებს, თუ კარგი ხალხი უქმად იქნება.

საზოგადოების პროგრესის გზა გამბედავი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების ზურგზე გადის.

ამიტომ არ ვაპირებ სივრცის დათმობას თავისუფლების მტრებისთვის – ამიტომ დავდგები იქ, სადაც სახელმწიფო ჩემს უსაფრთხოებას ვერ დაიცავს, მაგრამ მე დავიცავ ჩემს თვისუფლებას.

loading…

პოპულარული

"განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მაღალი იერარქების შეურაცხყოფას"- მეუფე გრიგოლი
"ვფიქრობ რომ ამ მხილებამ და მოწოდებამ უნდა გამოიღოს ნაყოფი..." - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონისთვის გაგზავნილ წერილზე
სკანდალი: "ქართულ სახლში" "ოცნების" ჩინოვნიკების დაპირისპირება "ქურდებთან" "რაზბორკით" გაგრძელდა
პარტიული რევოლუცია ბიძინა ივანიშვილის დასამხობად - რა მოლაპარაკებებს მართავდნენ კვირიკაშვილი და ხაზარაძე (ვიდეო)
"ქართული ოცნების“ სადამსჯელო ბრიგადები - დაუსჯელი ზონდერები, რომლებიც კორცხელში პოლიტიკოსებს სცემდნენ, ახლა კი გამოჩენილ სპორტსმენებს უსწორდებიან (ვიდეო)
"ოეე,კალ'ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან" - მიხეილ სააკაშვილი
"მერის მასშტაბური სექსუალური ფანტაზია პირველ სიყვარულთან" - გია ხუხაშვილი კალაძის განცხადებაზე
"ქალაქის შტერი!... ვაღიარებ - ნარმანია ბევრად ღირსეული მერი იყო ვიდრე კალაძე" - ნიკა მელია
ვინ არიან "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები - ფოტოები
დაწერე კომენტარი