არ დამავიწყდება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირველად აირჩიეს იმ დილით მითხრა…. – თამარ ჩერგოლეიშვილი

“როდესაც შენ ხალხს ეუბნები, რომ ტვინი წაიღეთ სანდრო გირგვლიანის თემით და ამას ეუბნები იმ ხალხს, ვინც გინდა რომ ხმა მოგცეს, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ გაქვს გააზრებული რა პრობლემა გაქვს, როგორ უნდა ელაპარაკო იმ ხალხს, საერთოდ არ გესმის შენი ამომრჩევლის ენა” – განაცხადა ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას. მან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილზე, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სანდრო გირგვლიანის თემაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყელში ამოუვიდა ამ საკითხზე ლაპარაკი.

 

“არ დამავიწდყება, 4 იანვარს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირველად აირჩიეს პრეზიდენტად იმ დილით ვნახე და მაშინ მითხრა, ხმა ვინც მომცა მინიმუმ ნახევრისთვის ხელი მაქვს ჩამორთმეულიო და 2016 წლის არჩევნების წინ ზუსტად ამას ვეუბნებოდი, მიშა, ხომ ხედავ რა რიცხვებია, ჩვენ გვაქვს ჩვენი 20 პროცენტი, “ოცნებას” თავისი 20 პროცენტი და შუაში არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა, სადაც შენ ხარ ტოქსიკური.

ამიტომ ხომ შეიძლება ჭკუა იხმარო, გამოჩნდე დოზირებულად იქ, სადაც პოპულარული ხარ და აქ ნუ შემოდიხარ, დაგვაცადე, რომ მოვიგოთ არჩევნები რაღაც ფორმით, რომ ხალხი ციხიდან გამოვიდეს და შენ საქართველოში ჩამოსვლა შეძლო. მერე კი ბატონო, ჩაატარე კამპანია ხელახლა, ჩამოიარე ის ხალხი, ვახსენებდი კიდეც, რომ ამ ხალხისთვის ხელი გაქვს თავიდან ჩამოსართმევი იმიტომ, რომ გაიზარდა ეს ხალხი მთელი 9 წლის განმავლობაში აღარ გესმის ამათი ენა. ჩადი თავიდან გაიცანი, მაგრამ ასე არ ჩამოხიდარ, იმიტომ რომ ციხეში წასვლა არ გინდა, მაშინ დამაცადე, რომ რაღაცნაირად მოვიგოთ ეს არჩევნები” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

იტვირთება…

პოპულარული

„ხელვაჩაურში 25 ლარად ნაყიდი პერანგი, H&M-ის ახალ კოლექციაში დამხვდა 89.99 ლარად...“ - ბიზნესი ქართულად
სკანდალური აღიარება - რა ბრძანება გასცა შოთაძის უწყებამ და ვის უნდა დაბრალებოდა რაფალიანცის მკვლელობა
ბილ გეითსი კაცობრიობას აფრთხილებს ახალი მომაკვდინებელი ვირუსის გამოჩენის შედეგებზე
,,მუქარა ტელევიზიაში დატოვა“ - ინგა გრიგოლიას უცნობი პირი სახლში თავდასხმით ემუქრება, ჟურნალისტი პოლიციისგან ზომების მიღებას ითხოვს
დაწერე კომენტარი