„არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია!“ – „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს!

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

შავი ჩაი ასკილით

გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის აბონენტებთან „ყაზტრანსგაზ-თბილისის” სახელით რეკავენ უცნობი პირები. ისინი მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას. ასევე ინტერესდებიან იყვნენ თუ არა ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზგაყვანილობის შემოწმებაზე „ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლები.

უცნობი პირები კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის” სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3-ს დეტექტორების მონტაჟს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი აქვს და ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ასევე გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი” არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, ეს კანონის უხეში დარღვევაა. ასევე არ ახორციელებს HN3-ს დეტექტორების მონტაჟს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
ფიზიკური ანგარიშსწორება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულბისას ფიზიკურად გაუსწორდნენ
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ის არ იქნება ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი“ - ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს
„მოლოდინი არ გვაქვს, რომ საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ“ - თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება
"დამხვდა ხამების ჯოგი... მე წავედი, მშვიდობა ყველას..." - რას წერდნენ და რამ გაანაწყენა მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც 65 კილო დაიკლო
თურქული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი საბერძნეთში ისვენებს - ბურაკ ოზჩივითის და ფაჰრიე ევჯენის რომანტიული არდადეგები (ფოტოები)
ზურაბ ჯაფარიძე ამომრჩევლებს აუზში ხვდება (ფოტო)
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი