ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციის საკითხზე ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციის საკითხზე ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის ჯგუფის მექანიზმი აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული ასეთ საკითხებზე.

შავი ჩაი ასკილით

„ნდობის ჯგუფის შეხვედრა უკვე შედგა, როდესაც საქმე ეხებოდა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პანკისში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია და ბუნებრივია, ეს მექანიზმი აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები სუსტია და საკანონმდებლო ორგანო მუშაობს იმისთვის, რომ ეს ფუნქციები უფრო ეფექტიანი გახდეს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საზედამხედველო ფუნქციების მიმართულებით, პარლამენტის რესურსები ტრადიციულად საკმაოდ სუსტია და ჩვენ გვჭირდება, ჩვენი რესურსების განვითარება იმისთვის, რომ უკეთ განვახორციელოთ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 3 წლის თავზე, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტი დაასრულებს მუშაობას, შედეგად მივიღებთ თვისობრივად განსხვავებულ ინსტიტუციას, პარლამენტის სახით, რომელსაც ექნება ბევრად უფრო განვითარებული რესურსები, განსაკუთრებით ზედამხედველობის სფეროში“, – განაცხადა კობახიძემ.

loading…

პოპულარული

"ტაქსი გამოვიძახე და უმანქანოდ მოვიდა, ფეხით ჩამოვირბინე, მანქანა ჩემ შვილს ვათხოვე, მალე მომიყვანენო" - ბექა ჭანკვეტაძე
"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია უკიდურესად უარყოფითი იქნება - პუტინი
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი