“არ გამოვრიცხავ, რუსებს ვასაძეზე კომპრომატები ჰქონდეთ პირადი ცხოვრების” – ჩერგოლეიშვილის აზრით ვასაძეს რუსეთიდან აშანტაჟებენ

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

სულ არ გამოვრიცხავ, რუსებს ვასაძეზე კომპრომატები ჰქონდეთ მისი პირადი ცხოვრების თაობაზე და მაგით მანიპულირებდნენ.

კი არა, თითქმის დარწმუნებული ვარ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძე ბოლო დროს აქტიურად მონაწილეობს ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ დაგეგმილ კონტრაქციებში. იგი ხელისუფლებას დამხობითაც ემუქრება.

“მინდა მივმართო საქართველოს გზა აბნეულ ხელისუფლებას. ვერ გავიგე, ტოლერანტობა თქვენ ის გგონიათ, რომ გარყვნილი ადამიანები ხელშეუხებლები დასეირნობდნენ და ეროვნილ და რელიგიურ ღირებულებებს უკიდურესად შეურაცხყოფდნენ? ეგ არის თქვენი დემოკრატია და ევროპული გზა? მაშინ თქვენს თავს დააბრალეთ, როგორც დაამთავრებთ საკუთარ მოღვაწეობას საქართველოში”, – აცხადებს ლევან ვასაძე.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი