არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ეხებოდეს სპეცსამსახურების რაღაც თამაშებს – ჩეჩენი ბლოგერი აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლაზე

„არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ეხებოდეს სპეცსამსახურების რაღაც თამაშებს,“ – ეს განცხადება ბლოგერმა, ტუმსო აბრურახმანიმ, აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

ჩატაევის საქმე ბურუსით არის მოცული ყველასთვის, მათ შორის, იმ ჩეჩნებისთვისაც, რომლებიც კადიროვის ხელისუფლების მიერ დევნილ მოქალაქეებთან მჭიდრო ურთიერთობებში იმყოფებიან.

ტუმსო აბრურახმანი კურიერთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ აჰმედ ჩატაევი საქართველოში სპეცსამსახურების საიდუმლო კავშირებით მოხვდა.

„მეც უცნაურად მეჩვენება ეს ფაქტი, რადგან თავად ჩატაევს ჰქონდა ძალიან სერიოზული გარეგნული მახასიათებელი. მას არ ჰქონდა ხელი და ფეხი, ამ ვითარებაში უბრალოდ შეუძლებელი იყო, ის ვინმე სხვა პიროვნებაში შეგშლოდა. ეს მართლაც ძალიან უცნაურია და არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ეხებოდეს სპეცსამსახურების რაღაც თამაშებს,“ – აცხადებს ტუმსო აბრურახმანი.

ბლოგერი თბილისში ცხოვრობდა და მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ლტოლვილის სტატუსი არ მისცა, იძულებული გახდა, ივლისში საცხოვრებლად ევროპაში გადასულიყო.

აჰმედ ჩატაევი ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

loading…

პოპულარული

ახალი სკანდალი მოზარდების მკვლელობის საქმეზე და მირზა სუბელიანის მუქარა ხელისუფლებას - "ორი ჩანაწერი უნდა და ოცნება აღარ იქნებით“ (ვიდეო)
"ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით... ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე...ცი... ვანოს თემა, მინდოდა ეს ტრ...ში შემეტენა?!" - მირზა სუბელიანის სკანდალური ჩანაწერი
"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ციხიდან - რატომ არ ითხოვს ყოფილი პრემიერი შეწყალებას პრეზიდენტისგან და რას ამბობს ის "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფაზე (ვიდეო)
დაწერე კომენტარი