“არ გავჩერდები. მთელი სოფელი გვერდში მიდგას და უფრო მეტი ადამიანი გამოვა…პოლიცია ხელს აფარებს მკვლელებს””-გარდაცვლილის მამა

გარდაცვლილის მამა

“არ გავჩერდები. მთელი სოფელი გვერდში მიდგას და უფრო მეტი ადამიანი გამოვა. ამ უსამართლობას არ მოითმენს ხალხი”, – ამბობს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი.

“ჩვენი დღე იწყება თორნიკეთი და მთავრდება თორნიკეთი. ესენი კიდევ დგანან და ნაცვლად იმისა, საქმე გამოძიონ, ჩვენზე წევენ ხელებს. რა მთავრობაც გვყვავს, ისეთი პოლიციაა. ეგენი აფარებენ ხელებს მკვლელებს. ამდენი ხანი გავიდა და საქმე ვერ გამოიძიეს. სამი თვე გავიდა და მკვლელი ვერ დაიჭირეს. ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა, მაგრამ იცავენ და ხელებს აფარებენ”, – ამბობს გარდაცვლლის მამა.

6 ივლისს,ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, თუ რამ იმსხვერპლა 18 წლის მოზარდი.

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

 

loading…

პოპულარული

"მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე"
მუქარა ივანიშვილის სახელით - რა შეუთვალა ოლიგარქმა "ოცნების" დეპუტატებს კობახიძის პირით (ვიდეო)
პატიმარი ცოცხით - მსჯავრდებული, რომლის ვიდეომ "ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა დუმილს არღვევს და ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებს (ვიდეო)
"მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის"- ზაზა სარალიძის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი