“არ გადავიხადე აგვისტოში მიმდინარე დღგ. ველოდე ათი დღე და ჰოი საოცრებავ…” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ალბათ გაინტერესებთ ჩემი დღგ–ს და ინკასოს ამბავი. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ რუსთავი2–ს ბიუჯეტის 28 მილიონი მართებს, იმედის 19 მილიონი, მაესტროს კი 8 მილიონი დავწერე ფეისბუქზე, რომ აღარ გადავიხდიდი დღგ–ს. არ გადავიხადე აგვისტოში მიმდინარე დღგ. ველოდე ათი დღე და ჰოი საოცრებავ, არ დამადეს ინკასო. ოფიციალურად არც არავისთვის მიმიწერია და არც არაფერი მითქვამს. ასე ფეისბუქ სტატუსებით იმართება ქვეყანა. რათქმა უნდა, ჰაერში ჩამოკიდებულს ვერ დავტოვებდი ამ საკითხს და რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდი ორგანიზაციის ფუნქციონირებას. მოვითხოვე ერთწლიანი გრაფიკი და დამიმტკიცეს. დღემდე ველოდები ინფორმაციას რა ხდება ზემოთჩამოთვლილი ტელევიზიების დავალიანებასთან დაკავშირებით და რას აპირებს სახელმწიფო. არც ამ თვეში ვაპირებ დღგ–ს გადახდას, თუ არ გაასაჯაროებენ, რა ხდება ამ არხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვკითხულობ: რატომ არ ახდევინებს გადასახადებს სახელმწიფო ამ სამ ტელევიზიას, რომლებიც კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ყოველდღიურად (ესეიგი აქვთ ეს თანხები), ათიათას ლარიან ხელფასებს სთავაზობენ ჟურნალისტებს, და ათასობით ლარიან ხელფასებს სხვადასხვა თანამშრომლებს.

loading...

პოპულარული

მოქმედ პრემიერსაც უშვებენ? - გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი გახარიას ლილუაშვილით ცვლის
უშედეგო კონტრშეტევა და გადამწვარი ტექნიკა- რუსულმა და სირიულმა ავიაციამ თურქული ჯავშანტექნიკა გაანადგურა (ვიდეო)
ქეთა თოფურია ლევ დენგოვისგან შვილს ელოდება? (ფოტო)
"ქმარმა სალომეს წამებში გამოჭრა ყელი, დანა დააგდო და გაიქცა..."- რას ამბობენ თვითმხილველები სამტრედიაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი