„სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა“ – წულუკიანი სენატორების გამოხმაურებებზე

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, გიორგი რურუას განაჩენის გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში შეუძლია. რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, წულუკიანი აღნიშნავს, რომ სენატორების გამოხმაურებები სვანეთამდე ჯერ არ მისულა.

„კარგი იქნება თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის რურუას, შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში.

სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი, ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება“, – ამბობს წულუკიანი.

დაწერე კომენტარი