“არც კი განიხილება გირაოს გადახდა, ეს ნიკას პრინციპული გადაწყვეტილებაა” -მელიას ადვოკატი

მელია

“ენმ”-ს თავმჯდომარის , ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მზად არიან მელიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ, და აცხადებს, რომ “აბსურდია, თანხის გადახდა არც კი განიხილება”.

“ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის – ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილებაა. აბსურდია, არც კი განიხილება ამ თანხის გადახდა, რადგან მიმართს პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ იყო . დღეს პროკურორის განცხადებაში მოვისმინეთ, რომ ნიკა მელია იმიტომ კი არ არის პატიმრობაში, რომ რაიმე საფრთხეს შეუქმნის ვინმეს არამედ, იმიტომ რომ გირაოს თანხა არ აქვს გადახდილი. გირაოს მცვლებად გვევლინებიან პროკურატურის თანამშრომლები. ძალიან მძიმე დომარეობაშია ხელისუფლება და ცდილობს საკუთარ ამომრჩევლებთან შეინარჩუნონ სახე” , – განაცხადა ბასილაიამ “ტვ პირველთა”.შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მზადაა ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს.

დაწერე კომენტარი