არჩილ თალაკვაძემ დაასახელა, ვის შესთავაზებენ მერობის კანდიდატობას

თალაკვაძე

კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს და ტოვებს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში.

მისი თქმით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და დიალოგის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას აქტიურად დაიწყებს.

მისივე თქმით, მერობის კანდიდატის დასახელება ჯერ ადრეა, თუმცა პირველი, ვინც გუნდისგან შეთავაზებას მიიღებს, კახა კალაძე იქნება.

„კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ჩვენ მასთან ერთად არა ერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული არჩევნებში და არა ერთი მნიშვნელოვანი პირობა და მნიშვნელოვანი პროექტიც გვაქვს განხორციელებული. კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს და ტოვებს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს. გარწმუნებთ, რომ ის თავის უფლებამოსილებას შეასრულებს ბოლომდე და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თბილისელებისთვის მიცემული პირობებიც მაქსიმალურად შევასრულოთ, რის შესაძლებლობასაც ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გვაძლევს.

რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია იწყებს მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ დიალოგის დასრულების შემდეგ ჩვენ აქტიურად გადავერთვებით ​ თვითმმართველობის არჩევნებზე. ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან, რა თქმა უნდა, ექნება სწორედ კახა კალაძეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დარწმუნებულია, რომ თბილისის მერი ჩვეულ სამუშაო პირობებს მალე დაუბრუნდება.

დაწერე კომენტარი