“არჩილმა მინდა იცოდეს, რომ წყალი ენანებათ მისთვის…” – რას აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი

არჩილ თალაკვაძე ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

 “არჩილმა მინდა იცოდეს რომ წყალი ენანებათ მისთვის.

პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დაუკავშირდა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელმაც სთხოვა ნაკურთხი წყლის 3 ლიტრიანი ქილით გაგზავნა. აღნიშნულზე შ.თეთრუაშვილმა განაცხადა თანხმობა და თანამოსაუბრეს ურჩია წყლის ნაწილი გაუგზავნოს ადვოკატ ირმა ჭკადუას. ნ.კაკაბაძის თქმით, იგი ნაკურთხი წყლის ნაწილს ასევე გაუგზავნის პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რაზეც მდივან-რეფერენტმა განმარტა, რომ უმჯობესია ი.კობახიძისთვის უცნობი დარჩეს წყლის საპატრიარქოდან გაგზავნის ფაქტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკურთხი წყლის გაგზავნა მოუწევთ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისთვის და სხვა პოლიტიკოსებისთვისაც”

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი