“არჩევნებს სუს-ი ატარებს, რომ არ ნდომებოდა ბატონ ბიძინას ეს შედეგი, რა მოხდებოდა?” – კვიციანი

ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და არჩევნების შედეგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა:

“რომ არ ნდომებოდა ბატონ ბიძინას ეს შედეგი, რომელი შედეგიც დაიდო, რა მოხდებოდა? ჯერ პირველი, თქვენგან იქნებოდა წარდგენილი აუცილებლად საპრეზიდენტო კანდიდატურა. მაგალითად, კახიშვილი. ტრიუმფით არ გაიმარჯვებდა? მარა არ დააყენა. რატომ არ დააყენა? იმიტომ რომ არ დაანებეს დაყენება. თქვენ რა, გგონიათ, მართლა რომ მეორე ტურს გაიმარჯვებთ? ეხლა არის დრო, რომ შეგროვდეს მთელი ეროვნული ძალები და გადავწყვიტოთ რა გავაკეთოთ. თუ არ შეიკრიბა მთელი ეროვნული ძალები, იცოდეთ, რომ საქართველო დაქცეულია. აი ეს არის მთელი ის უბედურება, რა უბედურებისკენაც ორი წელიწადია მიგყავთ ქვეყანა. რომ არ ნდომებოდა ეს შედეგი მინიმუმ სუს-ის უფროსი გადაყენებული უნდა ყოფილიყო უკვე და ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელმაც რო შედეგი ვერ დადო. რატომ ვერ დადო შედეგი? იმიტომ რომ არ იმუშავა ხალხთან. მაგრამ მე მაინც მჯერა იმისი, რომ არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა და არანაირი ხმები არ დათვლილა, დაიწერა სუს-ის მიერ და ეს კიდევ დიდი უბედურებაა. სუს-ი ატარებს არჩევნებს და იმ შუაშია სწორედ. ეხლა რომ ეხვეწებით ხალხს, გამოდიო, ამას არ გეუბნებოდით და ამას არ გთხოვდით, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიტანოთ ერთი სიტყვის – ვალიას მაგივრად ვალდებულია ჩაწერეთ, სავალდებულო გახადეთ ეს არჩევნები და ვერ გააყალბებთ ვერც თქვენ და ვერც მერე ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ”- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

პოპულარული

15 წლის შალვა, რომელიც გაჭირვების გამო შიმშილობდა და მისი თვითმკვლელობა, ხელისუფლება კი ხელფასებს იზრდის (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებულია რეალობასთან“- ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი