არჩევნების შედეგებს არ ვეთანხმები, მაგრამ ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება – დონალდ ტრამპი

ტრამპი

ამერიკის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, დონალდ ტრამპი პირველ კომენტარს აკეთებს.

იგი აცხადებს, რომ სენატის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო პირველი ვადის დასრულებას.

“მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები მხარს მიმაგრებს, 20 იანვარს იქნება ძალაუფლების კანონიერი/დისციპლინირებული გადაცემა…მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენს ბრძოლაში გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული” – თქვა მან.

დაწერე კომენტარი