„არსებობს სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ე.წ ციანიდის საქმე ბოკერიას გეგმის ნაწილია…“

გიგა ბოკერია

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციისა და დასუსტების გეგმას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმიდან მოყოლებული არსებობს და ჟამ-ჟამ აქტიურდება, შეგვიძლია, პირობითად, „ბოკერიას გეგმა” ვუწოდოთ”, – ამის შესახებ „ასავალ-დასავალი” წერს და ე.წ. „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით სტატიას აქეყნებს.

სტატიის მიხედვით, იმაზე მეტი დარტყმა ქართული ეკლესიისთვის არავის და არაფერს მიუყენებია, როგორიც „ციანიდის საქმემ” მიაყენა.

„სწორედ სააკაშვილის ნეოფაშისტური რეჟიმის გებელსად წოდებული გიგა ბოკერია გახლავთ კრებსითი სახე-სიმბოლო იმ ანტიქართული და ანტიმართლმადიდებული ძალებისა, რომლებიც ქართული ეკლესიის გარშემო დღენიადაგ სატანურ ფერხულს უვლიან და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ აღვირახსნილ პროპაგანდას ეწევიან.

 

ამ საქმისთვის „ბოკერიას ჭინკები” უცხოური ფონდებისგან მსუყე დაფინანსებასაც იღებენ და ტელეარხების მხარდაჭერაც გარანტირებული აქვთ.

 

გაცხადებული ათეისტის გიგა ბოკერიას გეგმა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის შერყევასა და მის დაშლა-დაქუცმაცებას გულისხმობს, შენიღბული მოქმედების ნაღმია, რომელიც თავის მსახვრალ საქმეს გეგმაზომიერად აკეთებს და საბოლოოდ მიზანსაც თანდათან უახლოვდება.

 

მაგალითად, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მმართველი ორგანოს – საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს კარგად თუ დავუკვირდებით და ცივი გონებით განვსჯით, სრულიად საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდება იმის შესახებ, რომ ე.წ ციანიდის საქმე ბოკერიას გეგმის ნაწილია.

 

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ციანიდის სკანდალმა” სწორედ ბოკერიას გეგმით გათვალისწინებული საქმე გააკეთა და თანაც ისე ეფექტიანად, მართლმადიდებლობის მტრები უკეთესს ვერც ინატრებდნენ.

 

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ქართული ეკლესიისთვის არავის და არაფერს მიუყენებია იმხელა დარტყმა, როგორიც ახლა „ციანიდის საქმემ” მიაყენა!

 

სწორედ „ციანიდის საქმემ” გამოიტანა სამზეოზე მთელი ის ჩირქი და ბალღამი, რომელიც, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ორგანოს „შიდა სამზარეულოში” დაგროვილა და ჭაობის წყალივით დამდგარა”, – წერს „ასავალ-დასავალი”.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი