არის თუ არა ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საშიშროება საქართველოში – რას აცხადებს ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მისი თქმით, ჩინეთში გაჩნდა ატიპიური პნევმონიის შემთხვევები.

“ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰუბეის პროვინცია, დაახლოებით 60 მილიონამდე მოსახლეობით და მის დედაქალქში, ჰუვანში 19 მილიონი მოსახლით, აქ დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა, რომელსაც იწვევს ვირუსების ჯგუფი, ე.წ კორონა ვირუსები, რომელიც ცნობილი ჯგუფია და რომელმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. 41 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ორი დამთავრდა ლეტალურად. უკვე ექსპორტირებულია რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში, ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც პირდაპირი ფრენები აქვთ ამ პროვინციის დედაქალაქში. ჩვენთან შემოტანის რისკი არის ძალიან მინიმალური, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის. ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს”,- განაცხადა გამყრელიძემ.

loading...

პოპულარული

ნიკა მელიას საქმე და პირველი გამოცდა მეორედმოსულ გენპროკურორს - ირაკლი შოთაძის პირველი განცხადებები გენერალური პროკურორის რანგში
''ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარებაში'' - მეცნიერებათა აკადემია
82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად ხელმეორედ დაამტკიცეს
მართვის მოწმობის მისაღებად, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში დაიწყება
გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას
მკვლელობა გუდაურში - როგორ გამოიყურება ყოფილი სამხედრო, რომელსაც 28 წლის ბიჭის მკვლელობას ედავებიან
"სამჯერ აარიდა უბედურებას თავი, რა ექნა? დალოდებოდა როგორ მოკლავდნეენ?"- ვინ არის გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული და რას ამბობს მისი მეგობარი
20 წლის სამტრედიელი გოგო მოსკოვში აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა (ვიდეო)
გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას
დაწერე კომენტარი