არესტოვიჩი პროვოკატორია, ასეთივე გულგრილობით უდგება უკრაინაში ომს – ქაგადიშვილი

ოცნების დეპუტატი: არესტოვიჩი პროვოკატორია, ასეთივე გულგრილობით უდგება უკრაინაში ომს

არესტოვიჩი პროვოკატორია, ასეთივე გულგრილობით უდგება უკრაინაში ომს- ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და განცხადებებს ქართველები არჩევნებზე შეაფასებენ.

cyc

“ალექსეი არესტოვიჩის განცხადება არის პროვოკატორის განცხადება და ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ასეთივე გულგრილობით უდგება ის უკრაინაში მიმდინარე ომს და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას…

ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება ბევრჯერ მიიღო, მათ შორის ბოლო არჩევნებზეც. მისი გადასაწყვეტი არ იქნება, მაგრამ ალბათ, უკრაინელი ხალხის გადაწყვეტს არესტოვიჩის ბედს”- თქვა ქადაგიშვილმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი