,,არაფრის აზრზე არ იყვნენ…ყველაფერი ვიცით – გავასაჯაროებთ” – ნიკა გვარამია

გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ზუგდიდში მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

,,ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის. როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტისთვისაც, ესეც ვიცით.

ამ ყველაფერზე დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება.

დროებით, ხვალამდე”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

დაწერე კომენტარი