„თუ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მხოლოდ კანჯიოღლის სახელი და გვარი შევა, არაფრის მომცემი სია ყოფილა“ – გიგა ოთხოზორიას დედა

ოთხოზორიები

ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ კომენტარს აკეთებს. როგორც ჯულიეტა ჭანტურიამ რადიო „პალიტრას“ განუცხადა, თუ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მხოლოდ კანჯიოღლის სახელი და გვარი შევა და მეტი არავინ, მაშინ ეს არაფრის მომცემი სიაა:

“თუ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში “მხოლოდ კანჯიოღლი შევა და მეტი არავინ, მაშინ ეს არაფრის მომცემი სია ყოფილა. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან კარგად ჩანს კადრში, რომ კანჯიოღლი მარტო არ არის, მას თან ახლავს სამი პირი, რომლებიც ისეთივე დამნაშავეები არიან ჩემი შვილის სიკვდილში, როგორც უშუალოდ შემსრულებელი, მკვლელი. კადრში ძალიან კარგად ჩანს, როგორ შედგა ერთ-ერთი მათგანი ტყვიით დაცხრილულ ჩემს შვილს. თუ მარტო მსჯავრდებული შევა სიაში, მაშინ ეს სია არაფერი ყოფილა. მე მეგონა სიაში შევიდოდნენ იმ დღეს პასუხისმგებელი მორიგე პირები. თუ ეს სია გავა საერთაშორისო დონეზე და ისინი იქნებიან დაინტერესებული, რომ ვიღაცა მართლა დაისაჯოს, ძალიან ადვილი დასადგენია, ვინ იყო იმ დღეს პასუხისმგებელი, რატომ იდგა საზღვარზე გალეშილი მესაზღვრე, რატომ ჰქონდა მას უფლება ჩვენს მიწაზე გადმოსულიყო ყოველგვარი შიშის გარეშე. მე მეგონა ეს პირები შევიდოდნენ, თორემ მესაზღვრე კანჯიოღლის გინდა სანქციები დაუწესეთ და რაც გინდათ. მაგას სახლ-კარი არ აქვს, ერთი გარეწარი ვინმეა. მინისტრს ჰგონია რამეს მოიტანს მისი დასჯა?! იმედიანად ვიყავი, როცა დავინახე, რომ ოპოზიცია და პოზიცია შეთანხმდნენ. თუ მხოლოდ კანჯიოღლი უნდა დაისაჯოს, ჩანასახშივე მკვდარი ყოფილა ეს სია“, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
„ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი