„არასერიოზულია, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს“ – Bloomberg-ის ჟურნალისტი თალაკვაძეს

Bloomberg-ის ჟურნალისტი, ილაი ლეიკი არჩილ თალაკვაძეს პასუხობს და ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც მის სტაატიაში ფულს იხდის, ეს თავად ის გამოცემაა, სადაც მუშაობს. ჟურნალისტი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ მცდარია მოსაზრება, ვინც ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს.

„ეს სავსებით მცდარია, ერთადერთი, ვინც ჩემს სტატიაში ფულს მიხდის Bloomberg-ია, სადაც მე ვმუშაობ. არასერიოზულია მოსაზრება, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი, კონგრესის წევრები, “ფრიდომ ჰაუსი” და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი შეთქმულების ნაწილი არიან“, – უთხრა ლეიკმა „ამერიკის ხმას“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რომ ლეიკი სტატიაში ფულს იღებს.

„დასპონსორებული რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… დღეს აქვეყნებს მასალას, რომ თითქოს 77 მილიონს ხარჯავს”, – თქვა თალაკვაძემ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, Bloomberg-ის გარდა, კრიტიკული სტატიები გამოქვეყნდა ისეთ გამოცემებშიც, როგორებიცაა Wall Street Journal, Washington Examiner და National Interest.

loading...

პოპულარული

ნიკა მელიას საქმე და პირველი გამოცდა მეორედმოსულ გენპროკურორს - ირაკლი შოთაძის პირველი განცხადებები გენერალური პროკურორის რანგში
''ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარებაში'' - მეცნიერებათა აკადემია
82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად ხელმეორედ დაამტკიცეს
მართვის მოწმობის მისაღებად, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში დაიწყება
გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას
მკვლელობა გუდაურში - როგორ გამოიყურება ყოფილი სამხედრო, რომელსაც 28 წლის ბიჭის მკვლელობას ედავებიან
"სამჯერ აარიდა უბედურებას თავი, რა ექნა? დალოდებოდა როგორ მოკლავდნეენ?"- ვინ არის გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული და რას ამბობს მისი მეგობარი
20 წლის სამტრედიელი გოგო მოსკოვში აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა (ვიდეო)
გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას
დაწერე კომენტარი