„არასდროს მისაუბრია ამაზე საჯაროდ“ – რა ფოტოს აქვეყნებს ეკა ბესელია?

ეკა ბესელია

დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში 2011 წლის 19 ნოემბერს გადაღებულ ფოტოს აზიარებს, სადაც ასახულია მისი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა პატრიარქთან.

ეკა ბესელია იქვე წერს:

„ არქივმა 9 წლის წინ დადებული ფოტო ამომიგდო დღეს… საინტერესო ისტორია აქვს ამ ფოტოს…. 2011 წლის 19 ნოემბერი. პირველი საჯარო შეხვედრის ფოტოა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვიდან, საქართველოს პატრიარქთან…. არასოდეს მისაუბრია ამაზე საჯაროდ…. დიდი ხანი ვამზადებდი ამ შეხვედრას… რა საინტერესოა, ისტორიას რომ დროში დაშორდები – როგორ სხვაგვარად ჩანს რეალობა!

ოდესმე ეს ისტორიაც რეალურად დაიწერება….

რაც არ იცვლება ესაა ჩვენი პატრიარქის განუმეორებელი გონიერება, სიბრძნე და უკიდეგანო სიყვარული“, – წერს ეკა ბესელია.

დაწერე კომენტარი